რაგბი

ბორჯღალოსნებს Rugby Europe-ის ტურნირი არ მოუგიათ, მათ თასი ჩამოართვეს

0 კომენტარი

სტატიის განახლება:

რაგბი ევროპის ტურნირი რუმინეთმა მოიგო, როგორც ირკვევა, ტურნირის არბიტრები შეცდნენ, როდესაც ჯილდო ბორჯღალოსნებს გადასცეს. ტურნირში რუმინეთის გამარჯვების შესახებ Rugby Europe-მა საკუთარ Twitter-სა და Facebook-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან 1 ქულით 8-ით 7 წააგეს. ჩემპიონატის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლებით წაგების შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. შედეგად ორივე ნაკრების ქულები გათანაბრდა და 19-19 გახდა, რის გამოც თავდაპირველად თასი ქართველ მორაგბეებს გადაეცათ, თუმცა როგორც ირკვევა ტურნირში არა საქართველომ, არამედ რუმინეთმა მოიგო. ტურნირის წესდების თანახმად, გამარჯვებული ურთიერთშეხვედრის მიხედვით უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოავლინეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საგამოძიებო: პირი 700 მიბილურის და 500 საათის საბაჟო წესის დარღვევით გატანას ცდილობდა

კომენტარები