ავტოსაგზაო შემთხვევა

აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანა დედა-შვილს შეეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა

metro.us

აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანა დედა-შვილს შეეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

თვითმხილველი ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, რომ "11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც, BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა".

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

კომენტარები