ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი ღონისძიებით აღინიშნება

facebook.com/KvirikashviliOfficial

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი ღონისძიებებით, 26, 27 და 28 მარტს აღინიშნება. ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება "ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქ ათენში", შემდეგ კი ბრიუსელში.

კომენტარები