გზები

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, რიკოთზე 4-ზოლიანი გზა გაკეთდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები