ქრთამი

ქრთამის აღებისთვის "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომელი დააკავეს

huffingtonpost

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, "სურსათის ეროვნული სააგენტოს" კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ - ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ-სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები