ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 და 27 მარტს გაიმართება

თბილისის მერია
თბილისის მერია

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მერიას ტაბულა ესაუბრა. როგორც უწყებაში გვითხრეს, კულტურული ღონისძიებები 26 და 27 მარტს არის დაგეგმილი.

ზუსტი პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, თუმცა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ 26 მარტს ღონისძიებები განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. 27 მარტს კი ევროპის მოედანზე გალაკონცერტი მოეწყობა.

დავით ნარმანიამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ღონისძიებები 27 და 28 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა, მერიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ რეალური თარიღები 26 და 27-ია.

რაც შეეხება ღონისძიებების ხარჯებს, თბილისის მერიამ გვირჩია, ინფორმაცია გამოგვეთხოვა, რასაც კანონით დადგენილი წესით 10 დღეში მოგვაწვდიან.

კომენტარები