რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: გუნდისთვის რუსთავი 2-ის რეალური გადაცემა ივანიშვილს ამოცანებს გაურთულებს

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულასთან სატელეფონო საუბარში რუსთავი 2-ის გუნდისთვის ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"უპირველესი ამოცანა არის, რომ რუსთავი 2 ხელში არ ჩაუვარდეს ივანიშვილის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სერიოზული გამარჯვება იყო. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ბრძოლა გრძელდება და ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში, მენეჯმენტისა და კოლექტივისთვის რუსთავი 2-ის რეალური გადაცემა იქნება, როგორც მინიმუმ, ძალიან სერიოზული სვლა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რათა ივანიშვილს საკუთარი ამოცანები გავურთულოთ.

ამასთან ერთად, მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ივანიშვილის კონტროლქვეშ არ არის, მათ შორის, სააკაშვილის დღევანდელ გუნდს, ნაციონალურ მოძრაობას, თავი შეიკავოს პოლიტიკური თავდასხმებისგან კოლექტივზე, მენეჯმენტის წინააღმდეგ, რითაც ივანიშვილს გაუცნობიერებლად, მაგრამ სამსახურს უწევენ", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები