ფარული მოსმენები

პრეზიდენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს ხელს აწერს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის ინფორმაციით, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონი 31 მარტს უნდა ამოქმედდეს, გიორგი მარგველაშვილი პატივს სცემს სასამართლოს და კანონს ხელს აწერს, თუმცა, ბრძოლას განაგრძობს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა მოტივირებული შენიშვნები და ამით ჩვენ გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის გადაწყვეტილებას და ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

ამავე დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტს ექნება აქტიური კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ბრძოლაში არის დაინტერესებული", - თქვა ანა დოლიძემ.

კომენტარები