პოლიეთილენი

2018 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების 40%-ის იმპორტის აკრძალვა იგეგმება

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

2018 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების 40%-ის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. გარემოს დაცვის სამინისტრომ პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით ევროდირექტივების საფუძველზე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება. ცვლილება თავდაპირველად თხელ, "ერთჯერად" პოლიეთილენის პარკებს შეეხება.

სამუშაო დოკუმენტის შესახებ ტაბულას გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვიკა მეტრეველი ესაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება იგეგმება, რის გამოც ეტაპობრივად, აიკრძალება ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი.

პოლიეთილენის პარკების ეტაპობრივი აკრძალვის გეგმა ასე გამოიყურება: (სამუშაო დოკუმენტის მიხედვით)

  1. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება. (ეს ყველაზე თხელი ტიპის ერთჯერადი პარკებია)
  2. 2018 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალოს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება (ეს შედარებით სქელი ტიპის ერთჯერადი პარკებია)
  3. ჯამში აკრძალვაში ექცევა პოლიეთილენის პარკების 40%
  4. ცვლილება არ შეეხება ბიოდეგრადირებად პოლიეთილენის პარკებს.
  5. სამინისტროს ინფორმაციით, მათ ცვლილებები ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე გააცნეს.

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პარკების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები