Facebook

Facebook მესენჯერს ორი ახალი ფუნქცია დაემატა

Facebook-მა მესენჯერის აპლიკაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე სიახლე დააანონსა. 

სოციალურმა ქსელმა მესენჯერში რეაქციები და მონიშვნები (Mention) შემოიღო, რომელიც საშუალებას გაძლევს ჩატში მეგობარი დათაგო და კონკრეტულ მესიჯებზე რეაქციები დაწერო. 

მესენჯერი უკვე უფლებას გაძლევთ, რომ მესიჯებს, სტიკერებს, ვიდეოებს, გიფებსა და სმაილებს ინდივიდუალურად თუ საერთო ჩატში უპასუხო 7 რეაქციის გამოყენებით: სიყვარული, სიცილი, გაოცება, მოწყენა, გაბრაზება, კი და არა. 

რეაქციები მესიჯების ბოლოს ჩნდება და შეგიძლიათ, სმაილს დააკლიკოთ და ნახოთ, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა კონკრეტულ მესიჯზე. 

Facebook-ის მთავარმა აპლიკაციამ რეაქციები 1 წლის წინ დააანონსა. იმისთვის, რომ რეაქციები თქვენს მესენჯერსაც დაამატოთ, უბრალოდ, უნდა გახსნათ ჩატი კონკრეტულ მეგობართან, მესიჯს ხანგრძლივად დააწვეთ და ამოირჩიოთ რომელიმე ემოცია. იმისათვის, რომ რეაქცია წაშალოთ, ისევ უნდა დააწვეთ მესიჯს და ისევ დაკლიკოთ იმ ემოციაზე, რომელიც დაწერეთ. 

მესენჯერის მონიშვნები, როგორი საჭიროცაა, ასევე შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი.


ეს ფუნქცია სპეციალურად საერთო ჩატებისთვის არის შექმნილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე მეგობართან საერთო ჩატის დროს, მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მეგობარი და პირადად მათ მიმართოთ. თუკი თქვენ მოინიშნებით მეგობრის მიერ, ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას. 

იმისათვის, რომ მეგობარი საერთო ჩატში მონიშნოთ, საჭიროა დაწეროთ "@" სიმბოლო და იმ მეგობრის სახელის/ნიკნეიმის პირველი რამდენიმე ასო, შეარჩიოთ სიიდან და დაწეროთ შეტყობინება.

"რეაქციებისა და მონიშვნების მესენჯერში შემოღება აპლიკაციის ბოლო განახლებაა, რომელიც საერთო ჩატს უფრო მოსახერხებელს ქმნის, ვიდრე აქამდე. ადამიანებს არამხოლოდ იმის საშუალება მიეცემათ, რომ კონკრეტულ მესიჯებზე რეაქციები დაწერონ, არამედ განახლება საშუალებას აძლევთ, რომ საერთო ჩატში კონკრეტული ადამიანების ყურადღება მიიქციონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განახლებული მესენჯერი უფრო სახალისო და სასარგებლოა,"- წერია სოციალური ქსელის განცხადებაში.

რეაქციებიც და მონიშვნებიც უკვე ჩაეშვა აპლიკაციაში. როგორც Facebook ამბობს, რამდენიმე დღეში განახლებით სარგებლობა მასობრივად ყველას შეეძლება. 

კომენტარები