ალუჩა

გუდვილის მენეჯერი: ვისაც უნდა ალუჩა, იყიდის, ვისაც არა და - ჭამოს ლარიანი კარტოფილი

"ვისაც უნდა, ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი", - ამბობს ბიზნესპრესნიუსთან საუბარში გუდვილის ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერი გიორგი თანიაშვილი. მისი თქმით, გუშინ ალუჩის მარაგი მთლიანად გაყიდეს და დღეს გაორმაგებულ შეკვეთას ელიან.

"წარმოიდგინეთ, რაც შემოვიდა გუშინ გუდვილში, მთლიანად გაიყიდა და დღეს უკვე დილიდან, ხალხი ითხოვს ალუჩას. ამიტომ, ვისაც უნდა ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი. ანუ ჩვეულებრივ იყიდება, ორსულებისთვისაც მისაღები არის და ძალიან კარგად ვყიდით. დღეს კიდევ, გაორმაგებული შეკვეთა შემოგვივა", - ამბობს თანიაშვილი.

ჰიპერმარკეტ გუდვილში ალუჩა 100-გრამიანი შეფუთვით იყიდება და მისი ფასი 10.90 ლარია. გუდვილის განმარტებით, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული და, შესაბამისად, იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. ჰიპერმარკეტში აღნიშნავენ, რომ მათ მომხმარებელს ალუჩა მინიმალურ, "მართლაც შემოტანილ ფასად" შესთავაზეს. 

კომენტარები