ტერორიზმი

პაკისტანში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

Al Jazeera

პაკისტანის ქალაქ პარაჩინარში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქება პარაჩინარის დასავლეთ ნაწილში ავღანეთის საზღვართან მოხდა, რომელიც შიიტი მუსლიმებით არის დასახლებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული მანქანა ადგილობრივი მეჩეთის ქალების შესასვლელთან აფეთქდა.

ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, დაჯგუფება თალიბანის პაკისტანური დანაყოფი დგას.

კომენტარები