პროკურორი ცენტრ პოინტზე: თუ დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ, ვიფიქრებთ საპროცესოზე

პროკურატურა

ცენტრ პოინტის საქმის ერთ-ერთი პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, თუ დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან, ბრალდების მხარე მზადაა, იმსჯელოს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

"რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირობა არის მთავარი - დაზარალებულების დაკმაყოფილება. კერძოდ, იმ ობიექტების დასრულება, რაც ცენტრ პოინტ ჯგუფს აღებული ჰქონდა მათ წინაშე. თუ ეს პირობა შესრულდება, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულების მიმართ ვიმსჯელებთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. თუმცა, მთავარი არის პირობა, რაც საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს შესთავაზა. შესრულების შემთხვევაში, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე", - თქვა პროკურორმა "იმედთან" საუბარში.

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს პროკურატურა თანხების მითვისებასა და თაღლითობას ედავება. მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

კომენტარები