პოლიციის ძალადობა

კადრები პოლიციის განყოფილებიდან, სადაც შოთა პაკელიანი ჰყავდათ დაკავებული

თეთრი ხმაურის მოძრაობა ვიდეოს ავრცელებს, რომელიც 23 მარტს შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ ისანი-სამგორის პოლიციაშია გადაღებული.

ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან და ისმის ნათქვამი "რატომ გყავთ სასწრაფო?". თეთრი ხმაურის მოძრაობის იურისტი ლიბერალთან ამბობს, რომ ვიდეოში ისმის თავად შოთა პაკელიანის ხმაც, რომელიც დახმარებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა პაკელიანი, რომლის ოჯახიც სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს, მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო.

კომენტარები