ინფლაცია

მეორე თვეა, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს აჭარბებს

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, მარტში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 5.4% შეადგინა. მარტში ფასების ყველაზე მაღალი - 18%-იანი მატება ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ამ სექტორში ფასების მატების მნიშვნელოვანი მიზეზი აქციზის გადასახადადის მატებაა. ასევე მაღალი - 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს სექტორში, აქაც ზრდა აქციზების მატებას უკავშირდება. თებერვალშიც მაღალი - 5.5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.4%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 16%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 4%-იანი გაიაფება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.7%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 0.9%-იანი გაიაფება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 4.2%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 18.7%-იანი გაძვირება
  • კავშირგაბმულობა - 0.6%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 0.1%-იანი გაძვირება
  • განათლება - 1.3%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 1%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 2.2%-იანი გაძვირება 

კომენტარები