აფეთქება რუსეთში

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

Twitter/Человек из интернета

სააგენტო ТАСС-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურ Сенная площадь-ზე, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა.

სააგენტოსვე ცნობით, აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პუტინი უკვე ინფორმირებულია.

კომენტარები