IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობას ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს

საქართველოს საპატრიარქო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 2016 წელთან შედარებით, საპატრიარქოს სკანდალის მიუხედავად, არ შეცვლილა მათი რიცხვი, ვინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

დღეს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის 88%-ს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს, ხოლო 8% უარყოფითად პასუხობს. 

ქართული არმიის საქმიანობას დადებითად 86% აფასებს, 9% უარყოფითად.

ქართული მედიის მუშაობას კი დადებითად 74% აფასებს, 9% კი უარყოფითად.

 

კომენტარები