ტერეზა მეი

საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ტერეზა მეიმ თავსაბურავის ტარებაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, პრინცთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე თავსაბურავის გარეშე გამოცხადდა.


ფოტო: Simon Dawson / Bloomberg


ფოტო: wordpress.com

როგორც ტერეზა მეიმ საუდის არაბეთში ვიზიტამდე ისაუბრა, მას იმედი აქვს, რომ ამ აქტით არაბი ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.

"ჩემთვის, როგორც ქალი ლიდერისთვის და როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის საჭირო ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება, ჩვენი უსაფრთხოებისთვისა და ვაჭრობისთვის. თუმცა, იმედი მაქვს, ხალხი აღმიქვამს როგორც ლიდერ ქალს დაინახავენ, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქალებს და როგორ მნიშვნელოვან თანამდებობებზე შეუძლიათ მუშაობა",-განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.


ფოტო: wordpress.com

აღსანიშნავია, რომ შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა 2017 წლის თებერვალში ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ.


ფოტო: unwatch.org

ირანში შვედეთის მთავრობის ვიზიტი არასამთავრობო, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ UN Watch-მა "სირცხვილის კორიდორად" შეაფასა.

მკაცრი მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, ქალებს კოჭებამდე სიგრძის კაბა უნდა ეცვათ და თავსაბურავი ეკეთოთ.

კომენტარები