შსს

შსს: საეჭვო ჩანთაში, რომლის გამოც გზები გადაიკეტა, ტანსაცმელი აღმოჩნდა

საეჭვო ჩანთაში, რომლის გამოც შსს-მა ძველ თბილისში გზები გადაკეტა, ტანსაცმელი აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

მეტეხის ხიდის მიმდებარე ქუჩები პოლიციამ დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა. გამნაღმველებმა მეტეხის ხიდზე მიტოვებული საეჭვო ჩანთა შეამოწმეს, მასში ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად ტანსაცმელი აღმოჩნდა. 

კომენტარები