სემეკი

რატომ შემცირდა 2016 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

2016 წელს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა შემცირდა, ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომამარგების ეროვნული კომისიის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სემეკის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 2.261 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 6.4%-ით ნაკლებია, ეს 2013 წლის შემდგომ მოხმარების შემცირების პირველი შემთხვევაა.

რამ გამოიწვია გასულ წელს ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება:

აღნიშნული შემცირება გამოწვეული იყო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარების შემცირებით, მათ შორის აღსანიშნავია თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 23%-იანი შემცირება. ამ შემცირების გამო გასულ წელს თბოსადგურებმა ჯამში 6%-ით ნაკლები ენერგია, ანუ 2.236 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია გამოიმუშავეს. (მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის შემცირების და გამომუშავებული ენერგიის შემცირების შეფარდება პირდაპირპროპორციული არაა, რაც სავარაუდოდ ენერგოეფექტური, თბოსადგურის, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის ამუშავებას უკავშირდება)

ფოტო: wikipedia.org

რაც შეეხება, მოსახლეობას გაზიფიცირების ზრდის პარალელურად წინა წლების მსგავსად კვლავ მზარდი იყო საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება. 2016 წელს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ 789 მლნ მ3 შეადგინა, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

რა წყაროებიდან იღებს საქართველო ბუნებრივ აირს:

სემეკის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის 93% სომხეთიდან შემოვიდა. გაზის მოხმარების დანარჩენი ნაწილი კი მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასური, ადგილობრივი წარმოება და სომხეთიდან იმპორტი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები