იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს. გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია. გიორგი მიქაუტაძემ არჩევნებში 196 ხმა, რევაზ ნადარაიამ კი 195 ხმა მიიღო. მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა სილაგაძე და ილონა თოდუა ჩაანაცვლეს.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ხოლო რევაზ ნადარაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

კომენტარები