სირიის კრიზისი

გაეროში აშშ-ის ელჩი: ასადის რეჟიმის პირობებში სირიაში სიმშვიდე არ იქნება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის პირობებში სირიაში სიმშვიდე არ იქნება.

"ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ასადის მონაწილეობით რომელიმე მთავრობა მშვიდად და სტაბილურად იმუშავებს. რეჟიმის ცვლილება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მოხდება. ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება არ არის ჩვენი ერთადერთი პრიორიტეტი. ჩვენ ვცდილობთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებას ვცდილობთ. ასევე უნდა აღმოვფხვრათ ირანის გავლენა და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ პრობლემის პოლიტიკურ გადაჭრაზე", - თქვა ჰეილიმ.

გარდა ამისა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტ ტრამპს სირიაზე ახალი იერიშების მიტანა დასჭირდება, ის ამას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს სირიის ქალაქ ხან შეიხუნში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას 89 ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, აშშ-მ გასულ პარასკევს სირიის, ქალაქ ჰომსის სამხედრო ბაზის მიმართულებით 59 ტომაჰავკის ტიპის რაკეტა ისროლა. ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები