კრიმინალი

ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა

ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო.

კომენტარები