რუსთავი 2-ის საქმე

ჭიაბერაშვილი რ2-ზე: კობახიძის განცხადება სტრასბურგისთვის ახალი მტკიცებულებაა

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

"ქართული ოცნების წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინო, სავალალო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ცხადად აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას ჰქონდა პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი, ჩაეხშო რუსთავი 2. ეს განცხადება პირიქით აძლიერებს სტრასბურგში უკვე ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ, დიახ, რუსთავი 2-ის ხმის ჩახშობა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება არის პირდაპირი მტკიცებულება სტრასბურგისთვის, როცა ის საქმეს არსებითად განიხილავს, რომ იყო ხელისუფლების დაინტერესება და პოლიტიკური მოტივაცია ამ საქმით და ეს არ ყოფილა ორ მხარეს შორის კერძო სამართლებრივი დავა", - თქვა ჭიაბერაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გავლენა საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა კონკრეტულმა სუბიექტებმა იქონიეს.

კომენტარები