რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგს, ასევე ნიუ-იორკის ბირჟას

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუმრობით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებას, რომ პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით გავლენის მოხდენას ცდილობდა.

"შემიძლია, ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს აგრეთვე ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას ვის უნდა 20 000", - თქვა პრეზიდენტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საუბრისას.

კომენტარები