გატაცება

შსს: გურჯაანში გატაცებული 24 წლის ქალიც და გამტაცებელიც ნაპოვნია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გურჯანში გატაცებული 24 წლის ქალიც და გამტაცებელი მამაკაციც ნაპოვნია - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. მამაკაცმა ქალი, სავარაუდოდ, მისი ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მამაკაცი დაკავებულია და აღიარებს დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, ქალმა იანვარში მიმართა პოლიციას, რომ მამაკაცი მას აწუხებდა, რის შედეგადაც შედგა გასაუბრების ოქმი. უწყებისვე თქმით, მამაკაცს გამაფრთხილებელი ოქმი დაუწერეს. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ქალს ამის შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავს, რომ პრევენციის მიზნით შემდეგი ნაბიჯი გადაედგათ. სისხლის სამართლის დანაშაულს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. მუხლი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები