სირიის კრიზისი

სააკაშვილი: რუსეთის მიზანი სირიაში ქიმიური თავდასხმით, აშშ-ის რეაქციის გაგება იყო

0 კომენტარი
ფოტო: Ukraine Today

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე CNN-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქიმიური თავდასხმა რუსეთის დაგეგმილია, რადგან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამას დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა.

"ძალიან ტიპიურია ასეთი განცხადებების გაკეთება [სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური თავდასხმა შეაფასა, როგორც დადგმული ქმედება და 100% ფაბრიკაცია] ასადისთვის და ტიპიურია რუსეთის ხელისუფლებისთვისაც. ეს მათი პროპაგანდის მთავარი ნაწილია. როდესაც ალეპოს ბომბავდნენ, გაეროში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ ბავშვებს ნაცარს ამბოხებულები აყრიდნენ, იმისათვის, რომ მსოფლიო მედიისთვის სცენა დაედგათ. უფრო ადრე, როდესაც საქართველო იბომბებოდა, რუსები ამბობდნენ არა, ეს ჩვენ არ ვართ, ქართველები არიან, რომლებმაც რუსეთის ფერებში გადაღებეს თვითმფრინავები და ისინი ბომბავენ თავიანთ ქალაქებსო. აქ ახალი არაფერია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის ოპოზიციის წევრის შეფასებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით, რუსეთის ხელისუფლების მიზანი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გამოცდა და დასავლეთის პოლიტიკოსების რეაქციის გაგება იყო.

"წითელი ხაზების გადაკვეთით, პუტინი ყოველთვის ცდის დასავლეთს. ამას აკეთებს ფრთხილად და დინჯად. დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიური თავდასხმა რუსული გეგმაა. ასადი დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. ასე გამოსცადა პუტინმა ახალი ადმინისტრაცია და როგორი იქნებოდა ტრამპის პასუხი", - აღნიშნასაქართველოს ექსპრეზიდენტმა.

ქალაქ ილდიბში ქიმიურ თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. ქიმიური თავდასხმის შემდეგ, აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. 

ცნობისთვის, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები