გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტრო: წიფლის და ფიჭვის მორები უკანონოდ გადაჰქონდათ

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში, ლებარდეს ხეობაში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"მოქალაქეები გია და მამუკა ნაჭყებიები, რომლებსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათ დაედევნენ. 

სამართალდამრღვევები მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს" - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო და განმარტავს, რომ ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

"სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები