პლებისციტი

ევროპული საქართველო პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტს ითხოვს

0 კომენტარი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მთავრობას პლებისციტის ჩატარების ინიციატივით მიმართავს - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ინიციატივის მიხედვით, პლებისციტი პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს.

"იურიდიული პრობლემა არ იქნება, რადგან რეფერენდუმზე არ ვსაუბრობ. პლებისციტით შეიძლება ხალხის ორივე საკითხზე გამოკითხვა - ერთი კითხვა იქნება "გინდათ, რომ პრეზიდენტი თქვენ აირჩიოთ თუ პარლამენტმა" და "გინდათ თუ არა საარჩევნო სისტემა, სადაც პროპორციულად ნაწილდება მანდატები და არა პირველ ადგილზე გასული პარტიის სასარგებლოდ" - ამის ახსნა აზრიანი კითხვით, აბსოლუტურად შესაძლებელია" - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას ევროპული საქართველო მომავალ კვირას წარუდგენს მთავრობას და საზოგადოებას.

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ვადები - რომელი წლიდან აირჩევს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, "რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მორგან ფრიმენი პუტინის და რუსეთის შესახებ

კომენტარები