მკვლელობა პარიზში

საფრანგეთის შსს: პარიზის ქუჩებში გამოძიებას ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს

telegraph.co.uk

პარიზის ცენტრში ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე პოლიციელი კი სროლის შედეგად დაიჭრა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, პარიზის ქუჩებში გამოძიებას ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს. უწყების ცნობით, ინციდენტში მინიმუმ ორი თავდამსხმელი მონაწილეობდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორემ კი გაქცევა შეძლო.

Reuters-ის ცნობით, პოლიცია თავდასხმას "ტერორისტულ აქტს" უწოდებს.

გაზეთ Le Parisien წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ მოხდა სამართალდამცავებზე თავდასხმა. Le Parisien-ის ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან გაჩერდა ავტომობილი, რომლიდანაც ამ დრომდე უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმა ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათისთვის მოხდა. ამ დროისთვის, შანზ-ელიზეს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

კომენტარები