SOU ფესტივალი 2017

სხვა ზღვა - SOU ფესტივალი 2017 თბილისში 15 მაისს გაიხსნება

SOU ფესტივალი 2017 15 მაისიდან 5 ივლისამდე გაგრძელდება

SOU ფესტივალი 2017-ის წლევანდელი თემა "სხვა ზღვა" იქნება. ორგანიზატორების ამბობენ, რომ სხვა ზღვა არცერთი კონკრეტული ზღვა არ არის, არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი და არც შავი. მათი თქმით, ის წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის. თვითონ SOU კი, არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს.

ფესტივალის ერთერთი მთავარი შემსრულებელი ინგლისელი მუსიკოსი, ბრაიან ინო, იქნება. ინო თანამედროვე მუსიკის საკულტო ფიგურაა. ინოს ამბიენტ-მუსიკის ერთერთ დამაარსებლად მოიხსენებიენ, ამის მიზეზი კი ის არის, რომ სწორედ მან მისცა ამ მუსიკას ჟანრული ფორმა. ბრაიან ინომ მუსიკალური კარიერა გლემ-როკ ჯგუფში, Roxy Music-ში, დაიწყო. ამის შემდეგ იყო მრავალი ექსპერიმენტი და ბევრი სხვადასხვა ჟანრი. დღესდღეობით კი მის ანგარიშზე 25 საკულტო ალბომია. 

The Ship 

ინოს ინსტალაცია, The Ship (გემი), ტიტანიკის ჩაძირვის ისტორიასა და პირველი მსოფლიო ომის შესახებ გვიყვება. არტისტმა ინსტალაცია შემდეგნაირად აღწერა "სიმღერები, რომელშიც ხეტიალი შეგიძლია". 35-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი მუსიკა, რომელშიც ინო ამღერდა.  


ინოსთან ერთად ფესტივალზე გერმანელი იან იელინეკის მოსმენასაც შეძლებთ. იელინეკი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. ის ბერლინში სოციოლოგიას სწავლობდა და აკადემიურ კარიერაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა მისი სამეგობრო წრე ელექტრონული მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისგან შედგებოდა. სწორედ ასე მოხვდა ამ სფეროში. 

მის ერთერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2001 წელს გამოსული "Loop Finding Jazz Records" ითვლება, რომელიც ძველი ჯაზ-ჩანაწერების ბგერით მანიპულაციაზეა აგებული. 


ფესტივალზე სხვებთან ერთად ქართველი ნიკა მაჩაიძის მოსმენაც შეგეძლებათ. ნიკა მაჩაიძე, ასევე ცნობილი, როგორც Nikakoi ერთერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში მან ორი მნიშვნელოვანი ალბომი, "Sestrichka" და "Shentimental", გამოუშვა. 

SOU ფესტივალის ფარგლებში, მაჩაიძე თავის "Requiem For Daranged Robot Vol. 3"-ს შეასრულებს. ეს სამი ნაწილისგან შემდგარი ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებია. 


ლონდონის Barbican Hall-ისა და ბრიუგეს Concertgebouw-ის შემდეგ, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მე-3 ადგილი იქნება, სადაც რობერტ ჰენკეს Lumiere III შესრულდება. Lumiere III-ის პრემიერა 2017 წელს შედგა და ის არის ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი და ხმაურიანი აუდიოვიზუალური ხანგრძლივი საკონცერტო პროექტის მე-3 ნაწილი. 


SOU ფესტივალი 2017 15 მაისს გაიხსნება და 5 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება. ბილეთების ფასი 10-დან 50 ლარამდე მერყეობს.

ფესტივალის სრული პროგრამა და განრიგი:
 

◣◣ 15 May / მაისი

Tete Noise და სიმებიანი კვარტეტი / თბილისის ცირკი

Tete Noise and Georgian String Quartet / Tbilisi Circus

◣◣ 16 May / მაისი

ალვა ნოტო / რუსთავის სახელმწიფო თეატრი

Alva Noto / Rustavi National Theatre

◣◣ 17 May / მაისი

გრიშა ლიხტენბერგერი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი

Grischa Lichtenberger / Khorava Artist’s House

◣◣ 19 May / მაისი

უილიამ ბასინსკი / გარდენ ჰოლი

William Basinski / Garden Hall

◣◣ 20 May / მაისი

რეზო ღლონტი (ლევან ცხადაძესა და მალიკა მამინოვასთან ერთად)

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, მცირე დარბაზი

Rezo Glonti (with Levan Tskhadadze & Malika Maminova)

Rustaveli National Theatre, Small Stage

◣◣ 21 May / მაისი

მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი

Masayoshi Fujita & Jan Jelinek / Khorava Artist’s House

◣◣ 22 May / მაისი

Christopher Tinor / Royal District Theatre

ქრისტოფერ ტინორი / სამეფო უბნის თეატრი

◣◣ 24 May / მაისი

რიო მურაკამი / სარაჯიშვილის სახლი

Ryo Murakami / Sarajishvili House

◣◣ 26 May / მაისი

ნატალია ბერიძე – მონდრიანის ანსამბლი / ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი

Natalie Beridze – Mondrian Ensemble / Akhmeteli Theatre

◣◣ 28 May / მაისი

ნიკა მაჩაიძე / მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სარკეებიან დარბაზი

Nika Machaidze / The National Palace of Youth – Mirror Hall

◣◣ 29 May / მაისი

ლორენს ინგლიში / გარდენ ჰოლი

Lawrence English / Garden Hall

◣◣ 30 May / მაისი

Shobaleader One

ივენთ ჰოლი / Event Hall

◣◣ 31 May / მაისი

ფრანკ ვიგრუ / შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, დიდი სცენა

Frank Vigroux / Rustaveli National Theatre, Main Stage

◣◣ 1 June / ივნისი

იაკობ კირკეგაარდი / ს. ახმეტელის დრამატული თეატრი

Jacob Kirkegaard / Akhmeteli Theatre

◣◣ 2 June / ივნისი

კვარტეტი რონდანე, „კანტო ოსტინატო“ – სიმეონ ტენ ჰოლტი /ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

Rondane Kwartet, “Canto Ostinato” – Simeon Ten Holt / Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music and Culture

◣◣ 3 June / ივნისი

Ensemble Modern – “Music for 18 Musicians” – Steve Reich

Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music and Culture

ანსამბლი “მოდერნი”, „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“ – სტივ რაიხი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

◣◣ 7 June / ივნისი

Sacred Horror In Design –

სამეფო უბნის თეატრი / Royal District Theatre

◣◣ 13 June / ივნისი

Dawn Of Midi

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი

Tbilisi State Conservatoire, Main Auditorium

◣◣ 17 June / ივნისი

ზინა პარკინსი / თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი

Zeena Parkins / Tbilisi State Conservatoire, Main Auditorium

◣◣ 21 June / ივნისი

რობერტ ჰენკე / თბილისის საკონცერტო დარბაზი

Robert Henke / Tbilisi Concert Hall

◣◣ 22 June / ივნისი

Raster Noton – “White Circle”

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე პავილიონი

Second Pavilion of Georgian Public Broadcaster

გამოფენას წარმოგიდგენთ “პროპაგანდა’/ Presented by Propaganda

◣◣ 25 June / ივნისი

გიო სუმბაძე / მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის დეპარტამენტი

Gio Sumbadze / M. Nodia Institute of Geophysics, Department of Atmospheric Physics

◣◣ 27 June / ივნისი

სტივენ ო’მალი / სამეფო უბნის თეატრი

Stephan O’Malley / Royal District Opera

◣◣ 28 June / ივნისი

Xylouris White

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი

Nodar Dumbadze Theatre

◣◣ 29 June / ივნისი

ბრაიან ინო / საქართველოს ეროვნული გალერეა

Brian Eno / The National Gallery of Georgia

◣◣ 5 July / ივნისი

ჰაცუნე მიკუ, კიიჩირო შიბუია / თბილისის ოპერის სახლი

Hatsune Miku, Keiichiro Shibuya / State Opera House of Georgia

კომენტარები