მკვლელობა

4 შვილის დედა გაგუდული იპოვეს, ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლეა

ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა მოკლული იპოვეს. მირანდა ვაჩეიშვილი სავარაუდოდ ელექტროსადენით გაგუდეს. ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია ის დანაშაულს აღიარებს. 

გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით, საცხოვრებელი კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

რუსთავი 2-თან საუბარში მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გიორგი ჯანაშვილი მათ ხშირად ემუქრებოდა, რის შესახებაც მათ შსს-საც მიმართეს. მათი თქმით, გიორგი ჯანიაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა, რის შემდეგაც ჯანიაშვილმა მეუღლის მეგობრის სახლის დაწვა სცადა.

ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები