გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

მურუსიძე იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე: ჩვენ სანქციებზე არ ვსაუბრობთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამჯერად ამბობს, რომ მოსამართლეთა მიმართ "შეურაცხმყოფელი" ლექსიკის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივაში სანქციებზე საუბარი არ არის.

"სასამართლოს მიმართ დაუსრულებელი ლანძღვა-გინება მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ სანქციებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვითხოვთ, რომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ და დავეხმაროთ სასამართლო სისტემას, რადგან ზიანდება მთლიანად სასამართლოს იმიჯი. ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება, მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება მაინც რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად",- თქვა მურუსიძემ.

თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრი ვახტანგ თორდია იმედის ეთერში ამბობდა, რომ "მომავალში ამ მიმართულებით სპეციალური ნორმატიული აქტის მიღებასა და სერიოზულ ღონისძიებებზე" ფიქრობდნენ.

კომენტარები