თბილისის ზღვა

თბილისის ზღვაზე $700 მილიონიან სამშენებლო პროექტს გენ. გეგმის ჯგუფი აკრიტიკებს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/pg/PartnershipFund

თბილისის ზღვის გარშემო "ჯინო გრინ სითი კორპორაცია" საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით $700 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის - "ჯინო გრინ სითის" განხორციელებას გეგმავს. პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა "ჯინო გრინ სითის". პროექტის ერთ-ერთი ნაწილის (23 ჰა) მშენებლობაზე ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა, თუმცა მას თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი აკრიტიკებს. 

გენ. გეგმის ჯგუფის თბილისის ვიცემერისთვის ლაშა აბაშიძისთვის მიწერილ წერილში წერია:

  1. "როგორც აღნიშნული ნაკვეთის გრგ-სთვის შემუშავებული არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების წარმოდგენილი საპროექტო წინადადება, ასევე თავად განაშენიანების რეგულირების გეგმა, თბილისის გენგეგმაზე მომუშავე საპროექტო ჯგუფისთვის მიუღებელია გრანდიოზული ქალაქგეგმარებითი პარამეტრების გამო (კ2=1.3 სამშენებლო სიმაღლის კოეფიციენტი). აუცილებლად მიგვაჩნია ამ პროექტის არა კორექტირება, არამედ არსებითი გადამუშავება.
  2. ასეთი დიდი ტერიტორიის (23 ჰა) კოეფიციენტებით განვითარება შეცდომაა. მოცემული მთლიანი ტერიტორიისს რზ3-ის პარამეტრებით დატვირთვა არამართებულია. ინტენსივობის კოეფიციენტებით უნდა დაიტვირთოს ცალკეული ნაკვეთები და არა მთელი ტერიტორია.
  3. აუცილებელია გრგ-ში საქალაქო მნიშვნელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გათვალისწინება, რადგან ქალაქს ამ ფუნქციის ობიექტების ნაკლებობა აქვს.
  4. ჩვენი მოსაზრებით, საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი ქალაქგეგმარებითი პარამეტრები (კ2=1.3) მინიმუმ უნდა განახევრდეს და არ უნდა აღემატებოდეს კ2=0.5-0.6-ს, რაც უნდა დაასაბუთოს პროექტმა.
  5. აუციელებელია დენდროლოგიური პროექტის შესრულება.
  6. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. გენგეგმის ჯგუფის მიერ, ადრე მოწოდებული სხვა მოთხოვნები თბილისის ზღვის განვითარებასთან დაკავშირებით.

გენ. გეგმის ჯგუფის შენიშვნებს საკრებულო დღეს განიხილავს. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მერიას როდესაც საუბარი იყო ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებაზე სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფთან უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია.

"თბილისის ხელისუფლებამ ისე გასცა ძალიან მსხვილ საინვესტიციო პროექტზე ნებართვა, რომ საერთოდ გვერდი აუარა გენერალური გეგმის ჯგუფს, რომელიც არის მთავარი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქალაქის ხედვის განვითარებაზე. ამ ჯგუფის მუშაობაში მერია იხდის 4 მილიონს, ანუ ამ ფულს ჩვენ უბრალოდ ვყრით არაფერში და რეალურად მთავრობას არ აინტერესებს მათი ხედვა. ესეთი მიდგომა პირველ რიგში აზარალებს ბიზნესს, რომელიც გეგმავს ამხელა ინვესტიციის განხორციელებას, მათ არ იციან რა მოთხოვნაა ქალაქისგან. ეს გვტოვებს ქაოსურ მდგომარეობაში არ ვიცით სად რას ვაშენებთ, მწვანეზე კორპუსებს ვდგამთ თუ გვინდა რომ გვქონეს რეკრეაციული ზონა ",- ამბობს ელენე ხოშტარია.

პროექტის ინვესტორი "ჯინო ინვესტის" ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" გახსნა. ჯინო ინვესტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე თბილისის ზღვასთან მდებარე აკვაპარკი ჯინო ფერედაისი. კომპანიამ მცხეთაში გახსნა 22 ნომრიანი სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთა.თბი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები