პატრიკ სვეიზი

პატრიკ სვეიზის ტყავის ქურთუკი "ბინძური ცეკვებიდან" აუქციონზე $62 500-ად გაიყიდა

PA

ტყავის ქურთუკი, რომელიც ამერიკელ მსახიობ პატრიკ სვეიზს ფილმ "ბინძურ ცეკვებში" ეცვა, ლოს ანჯელესში, აუქციონზე $62 500-ად გაიყიდა.

ასევე გაიყიდა სხვა ნივთებიც - მათ შორის, სვეიზის სერფინგის დაფა ფილმიდან "ტალღაზე" და მაისური "მოჩვენებიდან".

პატრიკ სვეიზი 2009 წელს, 57 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ქვრივი ლისა ნიემი ამბობს, რომ ნივთების გაყიდვა გაუჭირდა.

ტყავის ქურთუკი ჰოლივუდელმა კოლექციონერმა იყიდა ფსევდონიმით "გლინი".

ნივთების გაყიდვამ კი სვეიზის ძმისშვილი გააღიზიანა. "სახეში სილის გარტყმაა, რომ ის ასეთ ძვირფას მოგონებებს ყიდის", - თქვა მან.

კომენტარები