იახტა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული £360-მილიონიანი იახტა რუს მილიარდერს ეკუთვნის

youtube.com

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ იახტას რუსი მილიარდერი ანდრეი მელნიჩენკო ფლობს. 142-მეტრიანი ხომალდის ღირებულება £360 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და ის მფლობელისთვის გადაცემამდე საბოლოო ტესტირებას გადის. 

აფროსანი იახტის სახელია S/Y A მასზე დამონტაჯებულია სამი ანძა რომელთა სიმაღლეც 91 მეტრია. ხომალდზე განთავსებულია ვერტმფრენის დასაჯდომი პლატფორმა, საცურაო აუზი, კინოთეატრი და ფუფუნების სხვა აქსესუარები. ხომალდი გერმანიაში ააგეს, გასული კვირის მანძილზე კი ის გიბრალტარის სანაპიროზე შეამჩნიეს. მელნიჩენკოს ქონება $13 მილიარდს აღემატება, ის ციმბირული ენერგოკომპანიების მფლობელია. 

როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირადღირებული იახტა:


ფოტო: flickr.com


ფოტო: flickr.com


ფოტო: Getty Images


ფოტო: flickr.com


ფოტო: epa

კომენტარები