ღამის მგლები

"ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

Telegraph

რუსული ე.წ. ბაიკერთა კლუბი "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს. "არ მოდიან, დამშვიდდით", - ასე მოკლედ უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მათი არშემოშვების ფაქტს.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით კი, ქართველმა მესაზღვრემ გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.

"მოგეხსენებათ, რომ არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.

მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი, სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი საფუძველი ეს იყო და ამ ნორმაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება", - თქვა ხუციშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საზღვრის გადმოკვეთას 50 რუსი ე.წ. ბაიკერი ცდილობდა.

 

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ - ვინ არიან "ღამის მგლები"?

კომენტარები