ჯავახიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მანქანაში ესროლეს რამდენჯერმე, დაჭრილის გადარჩენა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებითაა აღძრული. მკვლელს ეძებენ.