ბრედ პიტი ამერიკული ჟურნალის GQ Style-ის ზაფხულის ნომრის გმირი გახდა. მსახიობმა ერთდროულად ჟურნალის სამი ნომერი დაამშვენა და გამოცემას საკმაოდ გულახდილად ესაუბრა. ეს ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, მისი პირველი ინტერვიუ იყო ამ თემაზე.
ბრედ პიტსა და ჟურნალის რედაქტორს, რაიან მაკგინლის შორის შეხვედრა ლოს-ანჯელესში, მსახიობის 1994 წელს აშენებულ სახლში შედგა.
"ამ სახლში ქაოსი და სიგიჟე სუფევდა, ყველა მხრიდან ისმოდა ხმები, ახლა კი ყველა დღე, როგორც ხედავ... ხელოვანისაა, ძალიან ჩუმი. არ ვიცი, მე, უბრალოდ, მუდმივად მჭირდება რაღაცის შექმნა. თუ არ ვმუშაობ, რაღაცით აუცილებლად მჭირდება დაკავება. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მთელ დღეებს ჩემს მოქანდაკე მეგობართან ვატარებდი სტუდიაში. 10 წლის განმავლობაში ვოცნებობდი, ამ საქმეში თავი მეცადა და, აი, შანსიც გამოჩნდა."
ინტერვიუში ბრედმა პირველად გადაწყვიტა, რომ თავისთვის მძიმე თემაზე, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალურ განქორწინებაზე, ესაუბრა. მთელ ამ ისტორიას, რომელიც უკვე 6 თვეა, გრძელდება, პიტი "უცნაურს" უწოდებს. ახლა ყოფილი მეუღლეები წყვეტენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბავშვების მიერ ბრედის მონახულება.
"მე 53 წლის ვარ და ახლა ვიწყებ ამ ყველაფრის გავლა. მეგონა, რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ასეთ რამეებს გავუმკლავდე. მახსოვს, რომ მაგალითად, 2-წელიწადნახევრის წინ ვიღაც მსგავს სკანდალში იყო გახვეული და მაშინ გავიფიქრე: "მადლობა ღმერთს, რომ მე არასდროს გავხდები რაღაც ასეთის ნაწილი ისევ." მე მიყვარს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ოჯახი, ვაკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შემიძლია, არ ვაკეთებ არაფერს არალეგალურს და უკანონოს, არავის გზა არ გადამიკვეთია.
ხელები მქონდა შეკრული, როცა საქმე პოლიციამდე მივიდა. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენგანი აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო. ერთხელ გავიგონე, ერთერთმა ადვოკატმა როგორ თქვა ფრაზა "არავინ იგებს სასამართლოში - იქ მხოლოდ ის წყდება, ვინ უფრო ცუდად იქნება". მეჩვენება, რომ ამაში რაღაც სიმართლეა. მთელ წელს გარჩევებში ატარებ, ცდილობ დაამტკიცო საკუთარი აზრი, აჩვენო, რატომ ხარ მართალი და რატომ ცდება მეორე მხარე. ამით კი, უბრალოდ, ორმხრივი ზიზღის გაღვივებაში დებ ინვესტიციას."
ბრედმა აღნიშნა, რომ არ აპირებს "სძულდეს" ანჯელინა განქორწინების შემდეგ, რომ მას არ სურს, ანჯელინასთან მტრულად დაშორება.
"მე ვხედავ, რა ხდება მეგობრებთან. ვხედავ, რომ ერთ მხარეს აღარ სურს მეორე მხარესთან ურთიერთობა. ეს ზიზღი მათ ანგრევს, ისინი მთელ წლებს ხარჯავენ ამ საშინელ გრძნობაზე. მე არ მინდა ასე ვიცხოვრო."
როგორც თვითონ ამბობს, მან შეძლო მომხდართან შეგუება და გადაწყვიტა, რომ სიტუაცია მიეშვა.
"თავდაპირველად სურვილი მქონდა, რომ ეს ურთიერთობა შემენარჩუნებინა. თუმცა, მერე თავში მოგდის ეს ფრაზა "თუ ვიღაც გიყვარს, მისი თავისუფლება უნდა დააფასო." ახლა აბსოლუტურად მესმის, რას ნიშნავს ეს, როცა უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე. საკუთრების განცდის გარეშე უნდა გიყვარდეს."
უკანასკნელ პერიოდში ბრედმა ოჯახი პირველ ფლანგზე დააყენა, თუმცა მანამდე, როგორც თვითონ ამბობს, ხშირად იყო ისე, რომ სამსახური შვილებს მის თავს ართმევდა.
"ბავშვები მარტივად ითვისებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ სჭირდება ის, ვინც აუხსნის, რა რას ნიშნავს, მათთვის აუცილებელია, რომ მათი ესმოდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, როცა სამსახურის რეჟიმზე ვიყავი გადართული, მათი არ ვუსმენდი. მინდა, რომ უკეთესი მამა ვიყო.
მე გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც ძალა გამოიხატებოდა ჩალურჯებებში, ჭრილობებში, დაზიანებებში, არავინ არ წუწუნებდა და ამისგან ტრაგედიას არ ქმნიდა. ჩვენ ამით ვცხოვრობდით ისე, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით. იგივე ხდება ჩვენს გრძნობებზეც. მე მშვენივრად შემიძლია ჩემი ნამდვილი ემოციების დამალვა. მამაჩემი ძალიან თავდაჯერებული, სუპერძლიერი ადამიანი იყო, ძალიან კარგია თვალწინ ასეთი მაგალითის ყოლა. თუმცა, ჩემმა განქორწინება საპირისპირო რამ მანახა. მე ვალდებული ვარ, გავხდე უკეთესი ჩემი შვილებისათვის. მე მათ სხვა მაგალითი უნდა ვანახო. და მე, ჯერჯერობით, საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ."
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების შესახებ ცნობილი გასული წლის 19 სექტემბერს გახდა. განქორწინებისთვის საბუთები ჯოლიმ შეიტანა და მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "ოჯახის კეთილდღეობის" გამო მიიღო. მოგვიანებით, ანჯელინამ ბრედ პიტი შვილების მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა, საქმე FBI-საც გადაეცა, თუმცა ცოტა ხანში ბრედს წაყენებული ბრალი მოეხსნა.