ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: დეკანოზისგან ითხოვდნენ მეუფე დიმიტრი და ოხანაშვილი დაესახელებინა

0 კომენტარი
მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე ფოტო: თეონა თურმანიძე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავავამ, ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას განაცხადა, რომ გამოძიებამ დაკავებულ დეკანოზ მამალაძეს მოსთხოვა თანამონაწილეებად დაესახელებინა პატრიარქის ძმიშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მისი სიძე, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.

"ამაზე [ტახტისთვის ბრძოლაზე] ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დაცვის უფროსი და დაცვა რომ უნდა განიარაღებულიყო და პატრიარქის ოჯახის წევრი, მისი ძმიშვილი, გაჩუმებულიყო, ფაქტია. მე ამიტომაც ვთქვი, რომ ეს ყველაფერი მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ მზადდებოდა. წერილი, რომელიც მამა გიორგიმ გამოგზავნა წმიდა სინოდში წასაკითხად, და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წმიდა სინოდმა არ ისურვა ამ წერილის მოსმენა... ამ წერილში წერია, რომ მასზე ირიბად თუ პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ მას დაესახელებინა დაცვის უფროსი და პატრიარქის ძმიშვილი, მეუფე დიმიტრი, თითქოს ისინი იყვნენ თანამონაწილეები. მამა გიორგის პირდებოდნენ პროცესისგან განრიდებას", - თქვა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, "სცენარი დაიდგა" პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან ოპერაციის ტრაგიკულად დასრულების რისკი მაღალი იყო.

"უწმიდესი არაერთხელ წასულა გერმანიაში, გულის ოპერაცია - სტენდირებაც ჩატარებია, მაგრამ ყველაზე კრიტიკული და ყველაზე განცდადი იყო ბოლო შემთხვევა. გერმანელი ექიმები ამბობდნენ, რომ ადვილად გადასატანი არ იქნებოდა პატრიარქისთვის ანესთეზია. თავად ოპერაცია არ იყო რთული, მაგრამ უწმიდესის ჯანმრთელობიდან, მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ვარაუდი იყო რომ ეს ყოფილიყო ტრაგიკულად დასრულებული და ამიტომ აქ, ვფიქრობ, რომ სცენარი დაიდგა, ამ შედეგისთვის - შემდეგ კი ბომბი აუფეთქდათ ხელში [პატრიარქმა ოპერაცია გადაიტანა]", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მინისტრების პასუხი ევროპულ საქართველოს

კომენტარები