პეკინის გამზირის გადაკეტვა

ნარმანია: პეკინის ქუჩა, სარემონტო სამუშაოების გამო, ეტაპობრივად გადაიკეტება

ტაბულა

სარემონტო სამუშაოების გამო პეკინის ქუჩა ზაფხულის განმავლობაში სამი თვით გადაიკეტება. როგორც დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განმარტა, დაგეგმილია როგორც მიწიქვეშა კომუნიკაციების, ასევე გზის საფარის გამოცვლა და ტროტუარების კეთილმოწყობა. ნარმანიას თქმითვე, პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად გადაიკეტება.

„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება ზაფხულის განმავლობაში, როცა ქალაქი შედარებით დაცლილი იქნება, მანქანების რაოდენობა არ იქნება დიდი, ამ პერიოდის გამოყენებას ვაპირებთ. 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიკეტება, არა სრულად, არამედ ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ გამოვაცხადებთ პეკინის გამზირი. მოხდება ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, შემდეგ დაიგება გზის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს მივიღებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები