აშშ-საქართველოს ურთიერთობები

გიორგი კვირიკაშვილი რექს ტილერსონს შეხვდა

gov.ge

აშშ-ში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, ტილერსონმა და კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ".

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

იქამდე, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, სწორედ პენსის მიწვევით იმყოფება აშშ-ში საქართველოს პრემიერმინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით.

კომენტარები