კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა

თბილისში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა ჩაიშალა

თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა ჩაიშალა.

ჩაშლის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის ფორმატის შეუსაბამობა დაასახელა. კობახიძის თქმით, შეკრებილ ადამიანებს არ სურდათ კითხვებზე პასუხის მიღება.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შეხვედრის დროს, გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც საყოველთაო განხილვას ესწრებოდნენ შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით სიტყვით გამოვიდნენ.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვას ასევე ესწრებოდა თავისუფალი თაობის წევრი ლადო სადღობელაშვილი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა გააპროტესტა.

კომენტარები