ჯორჯიან მანგანეზი

მთავრობამ მანგანუმის საგანგებო მმართველად კომპანიის ყოფილი დირექტორი დანიშნა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს მთავრობამ ნიადაგის დაბინძურების მოტივით, ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნა. მთავრობამ 11 მაისს თანამდებობიდან გადააყენა მოქმედი დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი და მის ნაცვლად დირექტორად დანიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჩიქოვანი ქარხანას მასში ამერიკული მენეჯმენტის შესვლამდე ხელმძღვანელობდა. 

ქარხნის მფლობელი კომპანია "Georgian American Alloys" მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ქარხნის ხელში ჩაგდებისკენაა მიმართული. კომპანიამ მომხმადრთან დაკავშირებით განმარტებითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანიისთვის უსაფუძვლოდ მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრების შემდეგ მთავრობამ კომპანიის ექსპროპრეაცია გადაწყვიტა. 

ჯორჯიან მანგანეზის განცხადება სპეციალური მმართველის დანიშვნაზე:

1. კომპანიის სტრუქტურის და მისი საქმიანობის შესახებ:

• “Georgian American Alloys” (“GAA”) – ამერიკული კომპანიაა, შტატ დელავერში დაფუძენბული კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ქ.მაიამიში და ფლობს ფეროშენადნობების ქარხნებს დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში.
• GAA 100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”).
• ”ჯორჯიან მანგანეზი” უმსხვილესი კერძო საწარმოა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5,500 თანამშროემლი 
• ”ჯორჯიან მანგანეზს” განხორციელებული აქვს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში კაპიტალურ ხარჯებისა და საწარმოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
• GAA- საკუთარი წარმოების ფეროშენადნობებით ამარაგებს შემდეგ კომპანიებს:

o Nucor – უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში
o Gerdau – long steel ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის კონტინენტზე
o Commercial Metals – ფოლადისა და ლითონის მწარმოებელი ტეხასში – S&P400-ში შემავალი კომპანია.

2. დღეს არსებული ვითარება:

- საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მიიღო უკანონო ზომები GAA-ს წინააღმდეგ, რითაც ხელი შეუშალა ”ჯორჯიან მანგანეზს” მანგანუმის მადნის მოპოვების და ფეროშენადნობის წარმოებაში. შედეგად აშშ-ს ფოლადის მწარმოებლებს ნედლეულის მიწოდება შუფერხდათ.
- შვიდი დღის გასვლის შემდეგ რაც ”ჯორჯიან მანგანეზმა” საქართველოს მთავრობას ღიად ამცნო ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მიმართავდა საერთაშორისო დახმარებას, 2017 წლის 11 მაისს მთავრობამ ამის საპასუხოდ ხელში ჩაიგდო ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს საქმიანობაზე სრული კონტროლი.

მთავრობის მიერ განხორციელებულ არამალთზომიერი და უკანონო ქმედებები შემდეგში მდგომარეობს:
• მთავრობის მიერ განხორციელებული ქონების ხელში ჩაგდება/ექსპროპრიაცია

- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მოიპოვა სასამრთლოს ცალმხრივი ბრძანება ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს დირექტორის განთავისუფლების და მის ნაცვლად მთავრობის მიერ შერჩეული დირექტორის (სპეციალური მმართველის) დანიშვნის შესახებ.

- საქართველოს მიერ საერთშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებით, სასამართლომ შეცვალა ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს დირექტორი და უსაზღვრო უფლებამოსილებით აღეჭურვა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც მისივე გადაწყვეტილებით სარგებლობს ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს ნაცვლადაც.

- კომპანიის უცხოელ აქციონერთა ინტერესების სრული იგნორირებით (რომლებიც ფლობენ წილის უმრავლესობას), მთავრობამ დანიშნა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც ახლო კავშირში იმყოფება და კერძო ინტერესები გააჩნია აქციონერთა იმ ქართულ ჯგუფთან, რომელიც GAA-ს საკუთრების უმნიშვნელო წილს, 4%-ს ფლობს.

• საქართველოს სასამართლო არ მოქმედებს დამოუკიდებლად და უგულვებელყოფს სამართლიან პროცესის წარმართვას.

- უკანასკნელ პერიოდში ”ჯორჯიან მანგანეზი” მოწმე გახდა არა ერთი უსამართლო პროცედურული განხილვის თუ არსებითი დადგენილების, რაც დაუფარავ ეჭვს აჩენს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში.
• საქართველოს მთავრობამ იგნორირება მოახდინა არა ერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებისა, რითაც უხეშად დაარღვია ევროპის კონვენცია ადამიანთა უფლებების შესახებ.
• ”ჯორჯიან მანგანეზს” დაეკისრა 82 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გადახდა.
- დაკისრებული ვალდებულება უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ფინანსური აღიცხვიანობის პრინციპებს და საწარმოო სტანდარტების პრაქტიკას.
- ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს ფიანასური აუდიტი ყოველწლირად ტარდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის PwC-ის (PricewaterhouseCoopers) მიერ. ამის გარდა მათ მიერ პერიოდულად მზადდება დასკვები კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებზე და სატრანფერო ფასწარმოქმნაზე. 
- მეორე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ E&Y (Ernest&Young)-მ თავის მხრივ შეისწავლა და წარმოადგინა დასკვენები სატრანსფერო ფასწარმოქმნაზე (transfer pricing)-E&Y(ავსტრალია) ასევე საფუძვლიანად შეისწავლა მადნის მოპოვების პროცესებიც.
- ვერც PwC-მ და ვერც E&Y ვერანაირი საფუძველი ვერ ნახა თუ რისთვისაც შესაძლო ჯარიმები დაკისრებოდა კომპანიას. 
• გარემოს დაცვის რეგულაციების ბოროტად გამოყენებით და სხვა მანიპულაციებით კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა.
- ასეთი სახის სამართლებრივი დევნა ყოვლად გაუაზრებელია და უსამართლოდ აღსრულებული. 
- რამდენიმე წლის წინ ჯორჯიან მანგანეზმა საკუთარი ინიციატივით საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართა, ნებართვა მიეცათ განეხორციელებინა 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობაზე ჭიათურაში - რაც მთლიანად აღმოფხვრიდა გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
- საქართველოს მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ბლოკავდა კომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს და ამით ამჯობინებდა გარემოსდაცვითი დარღვევები გამოყენებინებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასკისრებლად.

3. რატომ არის ეს პრობლემა ასე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის:

- GAA ფეროშენადნობების ერთერთი მსხვილი მიმწოდებელია აშშ-ს ფოლად მწარმებლთათვის (150,000 – 200,000 ტონა წელიწადში).
- არ არსებობს მანგანუმის მადნის შიდა რესურსი აშშ-ში - რაც მთავარი ნედლეულია ფეროშენადნობების საწარმოებლად. 
- მარტივად რომ ითქვას: ფოლადს მაგანუმის შენადნობის გარეშე ვერ აწარმოებ.
- თეთრ სახლში არა ერთხელ განაცხადეს რომ ფოლადის მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის. აშშ-ს ფოლადის მარაგთან დაკავშირებული რისკი კვლავაც შეისწავლება კომერციის დეპარტამენტის მიერ აშშ-ს პრეზიდენტის უშუალო დავალებით 
- ფეროშენადნობების მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის

4. კონტექსტი:

“ჯორჯიან მანგანეზი”-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური კომპანიის - განსაკუთრებით მსხვილი წარმოების - მიმართ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიისა და უკანონო ქმედების ერთერთი უკანასკნელი მაგალითია.

ყაზახეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და ორმა ჰოლანდიურმა ენერგო კომპანიამ უკვე განაცხადა პრეტენზია საქართველოს მხრიდან საერთაშორისო კანონისა და ხელშეკრულების დარღვევის შესახებ.

ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ (2017 წლის მარტი) შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ყველაზე ყურებადი სამაუწყებლო ტელევიზიის (რუსთავი2) ქონებრივი უფლებების გადაცემის შესახებ მთავრობასთან დახლოვებულ პირზე.

მაშინ როცა რეიტინგები მოწმობს რომ საქართველო ეს ის ქვეყანაა სადაც ეკონომიკური თავისუფლება და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა - რეალური ვითარება საკმაოდ განსხვავებულია.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იქნა გადაყენებული, საქართველომ აშშ-გან 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. ეს პერიოდი აღინიშნა საბჭოთა ხანის დასასრულად საქართველოში.

5. GAA-სა და “ჯორჯიან მანგანეზი” მფლობელთა განცხადება:

"ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. ჯორჯიან მანგანეზმა მისი დაფუძნებიდან, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის.“

"სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა “ჯორჯიან მანგანეზმა” შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება.“

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები