17 მაისი

საპატრიარქო 17 მაისზე: მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს და მრევლს 13:00-ზე, ვარდების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

"17 მაისს, ოჯახის სიწმიდის დღეს, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. 13 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს. 

მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები