ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
17 მაისი

კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 10:34
tbl.ge/2bfu
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა

სახელმწიფო კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. აქციის მოწოდებაა "ნუ დადგები ძალადობის მხარეს!". შეკრებილებს გარშემო საფრთხისგან პოლიციის კორდონი იცავთ.

აქციის ორგანიზატორებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც საუბრობენ, რომ დღემდე ლგბტი თემსა და მათი მხარდამჭერებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა უჭირთ.

"ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ძირითადად "მორალისა" და "ტრადიციების" კონტექსტში განიხილება და იგნორირებული რჩება საკითხის უფლებრივი და სოციალური ასპექტები. სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის გამო, ლგბტი თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის დღემდე პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

წელსაც, ცალკეული კლერიკალური და რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ლგბტი აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს ისევ დროსა და სივრცეში შეზღუდულ, აქციის წინასწარი დაანონსების გარეშე, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში, გვიწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

ნეგატიური დამოკიდებულებები მანიფესტირდება ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დისკრიმინაციისა თუ სოციუმიდან გარიყვის ცალკეულ ფაქტებში. სათემო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში დოკუმენტირებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლგბტი თემის ყოველ მესამე წევრს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ათიდან 9 კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ბოლო პერიოდში გახშირდა თავდასხმის ფაქტები ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაგან 2 მკვლელობით დასრულდა.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონის გამო, ამ დანაშაულთა უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამიტომ, 2017 წლის 17 მაისს დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, სასულიერო პირები და მრევლი კი ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას აპირებენ.

17 მაისიჰომოფობია

ამავე თემაზე

  • კვირა, 17 მაისი, 2026 - 12:48საია: საქართველო წლევანდელ 17 მაისსაც პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება
  • ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026 - 13:2717 მაისს შიო III სამებაში წირვას აღავლენს, ქაშუეთიდან მსვლელობა გაიმართება – საპატრიარქო
  • შაბათი, 17 მაისი, 2025 - 12:47Tbilisi Pride: სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს
  • შაბათი, 17 მაისი, 2025 - 12:02SJC: ჰომოფობიის განმტკიცებით, ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს
  • პარასკევი, 17 მაისი, 2024 - 17:00მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 02:53

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:58

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:13

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:08

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:14

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში