ლაშა თორდიაზე თავდასხმა

ფარცხალაძე: ინციდენტი იყო წამიერი, ჩემი მხრიდან ხელის შეხება არ ყოფილა

ოთარ ფარცხალაძე

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას უარყოფს. ის ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"ადვოკატმა როგორც თქვა, ინციდენტი იყო წამიერი. ჩემი მხრიდან ხელის შეხება არ ყოფილა. თვითონ თქვას, ვინ სცემა. არ ვიცი. თავად ჰკითხეთ. ადვოკატს ჰკითხეთ", - თქვა ფარცხალაძემ და გამოკითხვაზე შევიდა.

ფარცხალაძე მოწმის სახით უკვე 2 საათია, გამოკითხვაზე პოლიციის სამმართველოში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს მოხდა. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები