თამბაქო

პარლამენტმა თამბაქოს შესახებ რეგულაციები მიიღო, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება

pinterest.com

საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები, რომლებიც 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. მომავალი წლის დასაწყისიდან თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა ხდება აუცილებელი, რაც ნაწარმის ამოცნობას გაართულებს. ასევე კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა იქნება სავალდებულო.

მომავალი წლიდან მოწევა დახურულ სივრცეებშიც აიკრძალება. ასევე დაუშვებელი ხდება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც. სავაჭრო ობიექტებში კი თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა შეიზღუდება. 

ცვლილებები არაერთი მიმართულებით გააკრიტიკეს. ის უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ მოამზადა.

 

კომენტარები