სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობის გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა - ნახეთ სია

Newsweek

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდა უცხო ენაში დასრულდა და გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან:

ადეიშვილი ირაკლი, ალანია თამარ, ალექსიძე თამარ, ბაქაქური ნინო, ბაჩიაშვილი იოსებ, ბოხაშვილი ბესარიონ, გაბისონია თამარ, გელაძე ნატალია, გეწაძე შოთა, დობორჯგინიძე ვერა, დონდოლაძე ირაკლი, ვარძელაშვილი კონსტანტინე, კვირიკაშვილი მაია, კემულარია რუსუდან, კორკელია კონსტანტინე, ლეგაშვილი ნიკოლოზ, მესხიშვილი ქეთევან, მესხორაძე ლევან, პაპუაშვილი გიორგი, სვანიძე ერიკ, ჭანტურია ლადო, ჯანდიერი დავით, ჯაფარიძე სოფიო და ხითარიშვილი ლუიზა.

გასაუბრების ეტაპი 24 კანდიდატთან თვის ბოლომდე ჩატარდება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას. 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე −დავით ზალკალიანი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი− მერაბ გაბინაშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ (სიფა) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე; სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები