ასანჟის პროცესი

შვედეთის მთავრობამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურა WikiLeaks-ის დამფუძნებელის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიებას აღარ აწარმოებს.

პროკურატურამ სასამართლოს რეკომენდაციითაც მიმართა, რომ ჯულიან ასანჟის დაკავების შესახებ ორდერი გაუქმდეს. 

"უფროსმა პროკურორმა მარიან ნიუმ გადაწყვეტილება მიიღო შეწყდეს გამოძიება ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ, რაც გაუპატიურების ბრალდებას უკავშირდებოდა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

19 მაისი იყო ბოლო ვადა, როცა შვედეთის პროკურატურას ან უნდა მოეხსნა, ან განეახლებინა ასანჟის დაპატიმრების ორდერი.

2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასანჟი ამავე წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს.

შვედეთის გადაწყვეტილების შემდეგ ლონდონის პოლიციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში ასანჟს მაინც დააპატიმრებენ, რადგან გირაოთი გათავისუფლების პერიოდში, 2012 წლის 29 ივნისს ის არ წარსდგა სასამართლოს წინაშე.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში ცხოვრებით შვედეთში ექსტრადაციას არიდებს თავს, რადგან შვედეთი, სავარაუდოდ, ასანჟს აშშ-ის მთავრობას გადასცემს, სადაც მას WikiLeaks-ის საქმეზე, სამხედრო და დიპლომატიური საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის მოუწევს პასუხისგება.

კომენტარები